Facts

ამონაგები ინვესტიციიდან სულ რაღაც 120 დღეში!
საწვავის ეკონომია (სამეცნიერო კვლევის შედეგები)

არ იჩქაროთ: 90 კმ/სთ ზე ზემოთ მოძრაობისას, ყოველი 8 კმ/სთ–ით სიჩქარის მომატება თქვენ გიძვირებთ საწვავის ღირებულებას დაახლოებით 10 თეთრით ყოველ ლიტრზე.

ხშირი გაჩერება და დაძვრა აისახება თქვენი საწვავის მარგი ქმედების კოეფიციენტზე, რომელიც კლებულობს 1–2%–ით.

ძრავი: 73%–ით მეტი ცხენისძალაა საჭირო 90 კმ/სთ–ით, ხოლო 159%–ით მეტი – 110 კმ/სთ–ით მოძრაობისას.

საწვავის ფასი: კვლევა ცხადყოფს, რომ ყოველი კმ/სთ–ით სიჩქარის მომატება 80 კმ/სთ–ის ზემოთ ზრდის საწვავის მოხმარებას 1.5%–ით.

საბურავები: საბურავის ცვეთა თითქმის ორმაგდება 110 კმ/სთ–ით ან მეტით მოძრაობისას.

შენახვის ხარჯი: სიჩქარის მომატება 90–დან 110 კმ/სთ–მდე ზრდის შენახვის ღირებულებას 80%–ით.

საგზაო შემთხვევის ალბათობა: ზრდის დამუხრუჭების მანძილს. 110 კმ/სთ–ით მოძრაობისას დამუხრუჭების მანძილი 63%–ით მეტია ვიდრე 80 კმ/სთ–ით მოძრაობისას. დღის სინათლეზეც კი გადაჭარბებული სიჩქარე მნიშვნელოვნად ზრდის საგზაო შემთხვევის ალბათობას.

სამართლებრივი შეზღუდვები: საქართველოს კანონმდებლობით დაწესებულია სიჩქარის შემდეგი შეზღუდვები: დასახლებულ პუნქტში – 60 კმ/სთ; დაუსახლებელ პუნქტში – 90 კმ/სთ; მაგისტრალზე – 110 კმ/სთ, ხოლო დაშვებული სიჩქარის 15 კმ/სთ–ზე მეტით გადაჭარბება იწვევს 100 ლარიან დაჯარიმებას.

პოტენციური სარგებელი

არსებობს მრავალი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა თქვენი ორგანიზაციის ეფექტიანობის, ნაყოფიერების და ანგარიშვალდებულების ასამაღლებლად. ამ სფეროების გაუმჯობესება გამოიწვევს მომგებიანობის ზრდას სულ მცირე 45 დღეში თქვენი ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე.


  • გამოიყენეთ ინფორმაცია თანამშრომლის „ბონუსის“ და „დაზოგილის გაზიარების“ პროგრამებისთვის. დაეხმარეთ თანამშრომელს მალევე მიეჩვიოს GPS ტექნოლოგიის გამოყენებას, რათა დაცულ იქნეს ვადები და გაუმჯობესდეს კომპანიის ფინანსური მდგომარეობა. თანამშრომლები დააფასებენ სამსახურს უფრო მეტად, განსაკუთრებით კარგი დაგეგმარებით, ვიდრე იმ იდეას, რომ მათ ზედამხედველობენ. GPS ტექნოლოგია არის ბიზნესის წარმართვის კიდევ ერთი მართვის ინსტრუმენტი და მას შეუძლია მნიშვნელოვანი სარგებლის მოტანა თანამშრომლებისთვისაც.


  • გამოიყენეთ GPS ტექნოლოგია კლიენტთან კამათის მოსაგვარებლად, რომელიც ეხება მისვლის დროს, მომსახურების ხანგძლივობას და მომსახურების ადგილს. თანამშრომელი დაგიფასებთ ასეთი სახის მხარდაჭერას.


  • დაეხმარეთ თანამშრომლებს, როდესაც მათ გზა დაებნევათ. ავტომანქანის ადგილმდებარეობის ცოდნით, დისპეჩერი შეძლებს სწრაფად აღმოუჩინოს დახმარება დაკარგულ მძღოლს. ეს დაეხმარება თანამშრომელს დაიცვას განრიგი და არ მოუწიოს ძალიან სწრაფად ან განრიგსშემდგომი მუშაობა.


  • შეამცირეთ თქვენი ავტომობილის საშუალო სიჩქარე. შეეცადეთ თქვენმა ავტომობილებმა იარონ 110 კმ/სთ–ით მაგისტრალზე, ხოლო ქალაქში 60 კმ/სთ–ით. ეს პირდაპირ არის მიბმული საწვავის მოხმარებასთან, შენახვასა და საგზაო შემთხვევებთან. ეს თქვენ დაგიზოგავთ თვეში საწვავზე ხარჯების 10%–ს. ავტომობილის შენახვის დანაზოგი აშკარა იქნება გარკვეული დროის შემდეგ.


  • შეამოწმეთ დროის ბარათების სიზუსტე. ეს იქნება ერთ–ერთი საკვანძო სფერო, რომელიც გაუმჯობესდება. რიგი კომპანიენისა თავიანთ ანგარიშის წარდგენისას პირდაპირ აბამენ მხოლოდ ამ ფაქტორს პირველი 3–6 თვის განმავლობაში. შეადარებინეთ თქვენს ადმინისტრატორს GPS–ს დაწყება–დასრულების ანგარიშები დროის ბარათებთან მათი დაყენების შემდეგ. განსაზღვრეთ ცდომილების მარჟა და შეადარეთ ის დროის ბარათებს სანამ დააყენებდით ჩვენს GPS სისტემას. შეიძლება ინვესტიციიდან ამონაგები იმავე თვეს მიიღოთ.


  • დააკვირდით ყოველი გაჩერების ხანგძლივობას. სერვის მენეჯერებმა იციან რა დრო სჭირდება ტვირთის მიტანას ან მომსახურების გაწევას. დაყოვნების ხანგძლივობის დაკვირვებით მათ შეუძლიათ განსაზღვრონ, კარგავს თუ არა უმიზეზოდ თანამშრომელი კლიენტებთან ზედმეტ დროს თუ პირიქით, არ უთმობს საკმარის დროს. ეს იწვევს კლიენტების დაკარგვას, შეღავათების აუცილებლობას, დაბრუნებულ საქონელს და ჩავარდნილ გაყიდვებს. ნაყოფიერება არის თამაშის წესი.


  • გაყიდეთ ის ფაქტი, რომ თქვენ იყენებთ GPS ტექნოლოგიას. თქვენ ზრუნავთ კლიენტის სერვისზე. არანაირი პასუხი კლიენტს „ჩვენ იქ ვიქნებით 5–დან 8–მდე“. ეს დაუშვებელია დღევანდელ საბაზრო პირობებში. ეს დაგეხმარებათ გაზარდოთ გაყიდვები, როცა სხვა დანარჩენი პირობები ერთნაირია. თქვენთვის საკმარისზე მეტია ერთი გარიგებაც კი წელიწადში, რომ დაფაროთ GPS ტექნოლოგია. თქვენ შეგიძლიათ თამამად განაცხადოთ: „ჩვენ ვიყენებთ GPS ტექნოლოგიებს და ვუზრუნველყობთ სერვისის ხარისხსა და დროულობას“.


  • დაუკავშირდით თქვენს სადაზღვევო აგენტს და მოსთხოვეთ ფასდაკლება, რადგან თქვენ უკვე შეგეძლებათ დაარწმუნოთ ისინი, რომ თქვენი ავტომანქანები მოძრაობენ ახლა უფრო ნელა, ფარავენ უფრო ნაკლებ მანძილს და ამცირებენ საგზაო შემთხვევების ალბათობას.


  • ნება დართეთ თქვენს თანამშრომლებს წაიყვანონ ავტომანქანები სახლში ღამით. თუ თანამშრომელს უჯდება თვეში 100 ლარი მხოლოდ სამსახურში მისვლა–მოსვლა, მას შეუძლია გაყიდოს ერთ–ერთი საკუთარი მანქანა თუ შეეძლება სამსახურის მანქანით სახლში დაბრუნება. ეს იქნება თანამშრომლისთვის 100 ლარის მომატება თვეში, თქვენ კი ეს არაფერი არ დაგიჯდებათ. ჩვენ გირჩევთ ამ რეკომენდაციის განხილვას თქვენს ამჟამინდელ და მომავალ თანამშრომლებთან. თანამშრომლისთვის 100 ლარის დაზოგვის სანაცვლოდ თქვენ შეგიძლიათ მას დააკისროთ კვირაში 10 ლარის გადახდა. ეს თქვენ დაგიზოგავთ საწვავის და GPS მომსახურების ხარჯს, ხოლო GPS სისტემა თქვენ შეგმატებთ რწმენას ნება დართოთ მათ ავტომანქანის წასაყვანად. კომპანია ასევე დაზოგავს პარკინგზე, თანამშრომლის პირველ სამუშაოზე მიყვანაზე და ბოლოს სამუშაოდან სახლში მიყვანაზე.


  • გამოიყენეთ განგაშის ფუნქცია და დღის დაწყება–დასრულების ანგარიშები, რათა აღმოფხვრათ შეუთანხმებელი მუშაობა, სამსახურის შემდგომ მოძრაობა ავტომობილით და არასასურველი გაჩერებები სამუშაო დღის განმავლობაში. ეს დაგიზოგავთ თქვენ თანხებს ხელფასის ფონდში, საწვავზე, მოვლაზე, შეზღუდავს თქვენს ვალდებულებას და გააუმჯობესებს კლიენტისათვის გაწეულ მომსახურებას. თქვენი მართვის წესები უნდა იყოს აუცილებლად წერილობითი, თქვენი ვალდებულების შესამცირებლად სამართლებრივი მოქმედების შემთხვევაში.

დაგვიკავშირდით

ოპერატორი დაკავებულია. გთხოვთ მოგვწეროთ შეტყობინება.

გაქვთ კითხვა ან პრობლემა? სიამოვნებით დაგეხმარებით მოგვარებაში.

საუბრის დასაწყებათ დააჭირეთ ENTER